ქართლი ოცნების პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატის თანაპარტიელების შეტევა ოლიგარქიულ რეჟიმზე. კონგრესში გამართულ განხილვაზე, რომლის მთავარი თემა საქართველოსა და მოლდოვის არჩევნები იყო, განსაკუთრებით რესპუბლიკელი კანონმდებლები აქტიურობდნენ, რომლებმაც არაერთხელ ამხილეს ივანიშვილის ხელისუფლება. კონგრესში გამართულმა განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო რგოლები ოლიგარქის ხელისუფლების რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ და ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები მხოლოდ დასაწყისია. ოფიციალური ვაშინგტონი ახლა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის რეჟიმშია და შემდეგი ნაბიჯი დიდი ალბათობით არსებული პროგრამების შეჩერება იქნება.