"ოცნების" ფსონები არ ამართლებს | აშშ-ის პოზიცია ოლიგარქის ხელისუფლების მიმართ, ორპარტიულია

გამოქვეყნდა:

ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებაზე დადებულმა ფსონმა არ გაამართლა. კონგრესში გამართულმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მთავარი სტრატეგიული სახელმწიფოს პოზიცია საქართველოსთან და ოლიგარქის ხელისუფლებასთან მიმართებით არ შეიცვლება. "ქართლი ოცნების" ლიდერებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელი  იქნებოდა რესპუბლიკელი კონგრესმენის ტომ კინის განცხადების მოსმენა,  რომელმაც ოლიგარქი - უხეირო დიქტატორად მოიხსენია. 

"ოცნების" ხელისუფლებამ კონგრესიდან მრავალგზის გაჟღერებული გზავნილი კიდევ ერთხელ მიიღო- რუსული კანონით ხელისუფლება ძირს უთხრის ქართლო დემოკრატიას და ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტიკური სვლა ვაშინგტონის მხრიდან ხისტი პასუხის გარეშე არ დარჩება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი