საფრანგეთიდან მიღებული 945 მილიონის დიდი ნაწილი სამთავრობო უწყებებს მოხმარდა | პასუხი "ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდას

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება ანტიდასავლურ რიტორიკას განაგრძობს. ხელისუფლების ლიდერები ცდილობენ დააკნინონ სტრატეგიული პარტნიორების როლი საქართველოს განვითარების ისტორიაში და არ ერიდებიან დეზინფორმაციის ტირაჟირებასაც. ივანიშვილის გუნდი სიცრუეში ამჯერად საფრანგეთის ელჩმა ამხილა.  

შერაზ გასრიმ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ დახმარებების სია გაავრცელა, რომელიც პარიზმა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს მოსახლეობას გაუწია. საფრანგეთიდან მიღებული თანხის დიდი ნაწილი კი სამთავრობო უწყებებს მოხმარდა, მათ შორის იმ პროექტების, რომლებსაც "ოცნება" რეგიონებში ახორციელებდა.

2012 წლიდან დღემდე საფრანგეთი ჩვენ ქვეყანას 945 მილიონი ევროთი დაეხმარა.  

€724 მლნ. საბიუჯეტო სესხებს მოხმარდა, სესხების ოდენობამ კერძო სექტორში185 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გრანტებში დაიხარჯა - 35 მლნ. ევრო.

თანხები საელჩოს ცნობით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 415 მლნ. ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში;
  • 201 მლნ. ევრო - სოციალურ დაცვაში;
  • 185 მლნ. ევრო - კერძო სექტორში;
  • სასმელი წყალი და წყალარინება - 96 მლნ. ევრო;
  • სარწყავი სისტემა - 49 მლნ. ევრო.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი