რუსეთში "Mi-28" ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა | დაიღუპა ეკიპაჟი

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კალუგის ოლქში, Mi-28 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ის დაგეგმილ ფრენას ასრულებდა და რომ ეკიპაჟი დაიღუპა. 

წინასწარი ვერსიით, ვერტმფრენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია მუშაობს. 

Mi-28 არის თავდასხმის ვერტმფრენი, რომელიც შექმნილია მტრის ჯავშანტექნიკის, საჰაერო სამიზნეების და ცოცხალი ძალის მოსაძებნად და განადგურებისთვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი