ზახაროვამ ბრიფინგზე საქართველოს ОДКБ-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ОДКБ-ში საქართველოს შესაძლო შესვლის საკითხზე კომენტარი გააკეთა. ზახაროვამ NEWS.ru-ს შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს გაწევრიანდეს თუ არა რომელიმე სტრუქტურაში, თუმცა, განცხადებები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ქვეყნის სავარაუდო მოწვევისა და გადატრიალების შემთხვევაში დახმარების შესახებ, არ წარმოადგენს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას.

NEWS.ru-ს შეკითხვა: ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის სამზადისს იძიებენ. ამასთან დაკავშირებით, ფედერაციის საბჭო სთავაზობს საქართველოს გაწევრიანდეს ОДКБ -ში და ჰპირდება, რომ დაეხმარება საქართველოში მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში. როგორ აფასებთ ასეთი სცენარის პერსპექტივას?

მარია ზახაროვას პასუხი: ალბათ ეს არის პირადი მოსაზრება, შესაძლოა ექსპერტის. ვერ ვიტყვი, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის ოფიციალურ მოსაზრებას. ეს არის თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შეუერთდეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სტრუქტურებს, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ამ პლატფორმების შესაძლებლობების გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოება განუყოფელი უნდა იყოს (ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ), თქვენ ვერ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. ეს უნდა გავიმეორო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ თემას განვიხილავთ.რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენული უფლება იქნება ამ ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი