რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფლები: პოდოლი, კუპიანსკ-უზლოვოი და პრიკოლოტნოიე დაბომბა. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიღუპა 48 წლის კაცი, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დააზიანა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რაც შეეხება საჰაერო ძალებს, უწყების დილის მონაცემებით, 25 ივლისის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 38 "შაჰიდიდან" 25 ჩამოაგდეს.