"წარმატებული ქართველების დაფასებისთვის" მთავრობა 250 000 ლარს დახარჯავს

გამოქვეყნდა:

მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ საუბარია მთავრობის 18 ივლისის განკარგულებაში , რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

"წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 250 000 ლარი," - წერია დოკუმენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი