"არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს" | ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები NDI-ის მისიას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ხმების დაცვის მექანიზმები და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანია - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც ოპოზიციურმა პარტიებმა ყურადღება გაამახვილეს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მისიის წარმომადგენლებს იმ გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ "ერთობის" წარმომადგენლებიც. შეხვედრაზე ისაუბრეს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც და იმ პრობლემებზეც, რაც ამ კუთხით არსებობს.

"ვილაპარაკეთ იმაზე რას ვფიქრობთ, როგორ მიმდნარეობს მოვლენები, რა ხდება საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესები ცხადია, რომ უკვე დაწყებულია თან კარგა ხანია, ჩვენ ვხედავთ საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედების ფორმებს, ამაზე ვილაპარაკეთ. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ფორმების მეშვეობით არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს, გავუზიარეთ მათ ეს გეგმებიც. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ყველამ იცის, მათ შორის ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ოპოზიცია შეძლებს ხმების დაცვას და ამ გამარჯვების გაფორმებასაც", - თქვა "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი