პრეზიდენტი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად, დღეს გაემგზავრა - ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს:

"ოლიმპიადის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ,,პარიზი - 2024" ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება.

,,პარიზი - 2024“ ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი." ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლიმპიური თამაშები ხვალ, 26 ივლისს იხსნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი