"ნაკლები საჩივრები უნდა წერონ" | კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მეცნიერებზე, რომლებიც სამუშაოებს ჩამოაშორეს

გამოქვეყნდა:

მეცნიერს, რომელმაც ოროზმანში 1.8 მლნ წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის კბილი აღმოაჩინა, კულტურის სამინისტრო ძეგლზე მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. 

წელიწადი და 2 თვეა გიორგი ბიძინაშვილი შესაბამისი ნებართვას ელოდება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან, თუმცა ცოტა ხნის წინ სააგენტომ განაცხადა, რომ არქეოლოგიურ სამუშაოებს თავად გააგრძელებს, ბიძინაშვილის მონაწილეობის გარეშე. 

ბიძინაშვილი მუზეუმების გაერთიანებიდან 2022 წელს გაათავისუფლეს თეა წულუკიანის კრიტიკის გამო და პარალელურად მის წინააღმდეგ გამოძიება კულტურის სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო.

ბიძინაშვილი ერთადერთი არაა იმ მეცნიერებს შორის, რომლებსაც თეა წულუკიანის უწყება პოლიტიკური ნიშნით დევნის და მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. საქმიანობას ჩამოაშორეს მეცნიერი ნიკოლოზ წიქარიძეც, რომელიც ცუცხვათში ეწეოდა არქეოლოგიურ სამუშაოებს.

"ეს მხარე, რომელიც მოითხოვს ამას, ნაკლები საჩივრები უნდა სწეროს" - ასე პასუხობს მეცნიერებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ვახტანგ ჯაფარიძე. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი