"მოთხოვნები, როდესაც არის უტოპიური, შეუძლებელი, წარმოუდგენელი, რაც ვერ მოახერხა ვერავინ ვერასდროს და ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცაზე იყვირონ, ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, თორემ, ჩვენც მოვუწოდებთ, ძალიან ვთხოვთ, ყველა ემიგრანტს, ჩვენ პატივცემულ მოქალაქეებს, რომ ადვილი არ არის, აქ საქართველოში როცა ცხოვრობ, სახლთან არის საარჩევნო უბანი და ეს არ ხდება, ასე არ ლაგდება უცხოეთში. ზოგისთვის ახლოს არის, ზოგისთვის შორს, მაგრამ იქნებ რამენაირად, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მოახერხოს საარჩევნო უბანზე მისვლა. "
ამბობს მამუკა მდინარაძე ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობაზე.