ოკუპირებულ ცხინვალში ჩეჩნეთი ახმატ კადიროვის სახელობის სამხატვრო სკოლას ააშენებს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ცხინვალში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის ფონდი სამხატვრო სკოლას ააშენებს. დროებით ოკუპირებულ რეგიონში, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ, რამზან კადიროვის თანაშემწე ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი ჩავიდა და შენობის კაფსულის ჩაგდებაში მიიღო მონაწილეობა. დუდაევთან ერთად იმყოფებოდა ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი. მისივე თქმით, სამხატვრო სკოლა სწორედ ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის იქნება:

რუსეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა დამსწრეებს შეახსენა, რომ "ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა უზარმაზარი დახმარება გაუწია სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ძალებს."

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მომავალი სამხატვრო სკოლის მშენებლობის კაფსულის ჩასაგდებად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სკოლა ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ხელოვნებისა და მთლიანად კულტურის სფეროს განვითარებას. მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება ჩვენი ძვირფას ძმის - ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მიმართ ჩვენი რესპუბლიკისთვის, ჩვენი შვილებისთვის გაკეთებული ასეთი საჩუქრისთვის" - თქვა მარიონეტმა გაგლოევმა და "რესპუბლიკის" მოსახლეობას ეს "მნიშვნელოვანი მოვლენა" მიულოცა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი