რუსეთი YouTube-ის სიჩქარეს ამცირებს

გამოქვეყნდა:

კვირის ბოლომდე რუსეთში კომპიუტერებზე YouTube-ის ჩატვირთვის სიჩქარე შესაძლოა 40%-მდე დაეცეს, ხოლო მომავალი კვირის ბოლოს - 70%-მდე. როგორც forbes.ru წერს, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა.

მისი თქმით, YouTube-ის "დეგრადაცია" მხოლოდ "დესკტოპ" ვერსიებს შეეხება და არა მობილურ მოწყობილობებს. ხინშტეინმა აღნიშნა, რომ ღონისძიება მიმართულია YouTube-ის მენეჯმენტის წინააღმდეგ, რომელსაც „მიაჩნია, რომ დაუსჯელად შეუძლია დაარღვიოს და იგნორირება გაუწიოს რუსულ კანონებს“. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამისთვის სპეციალურად აირჩია ზაფხული, რადგან რუსი მომხმარებლები შვებულებაში იმყოფებიან და ინტერნეტზე წვდომა ძირითადად მობილური მოწყობილობებიდან აქვთ.

დეპუტატის თქმით, YouTube-ზე ჩატვირთვის ხარისხის გაუარესება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ხდება და პლატფორმის მიერ რუსი ჟურნალისტების, არტისტების და ბლოგერების არხების წაშლაზე პასუხს წარმოადგენს.

"ყველაფერი, რაც ხდება, ჰოსტინგის ანტირუსული პოლიტიკის შედეგია", - აცხადებს დეპუტატი. სახელმწიფო დეპუტატი YouTube-ის ადმინისტრაციას ემუქრება და აცხადებს, რომ თუ პლატფორმა არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ დაიწყებს რუსეთის კანონმდებლობის დაცვას, მას "კარგი არაფერი ელის".

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი