
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, ფრანგული სარკინიგზო კომპანია SNCF-ის ჩქაროსნული ქსელი შეტევის სამიზნე გახდა, რამაც სისტემის მნიშვნელოვნად შეფერხება გამოიწვია.
გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შეჩერდა არაერთი რეისი, რამაც Gare Montparnasse-ის სარკინიგზო სადგურზე რიგები შექმნა. SNCF-ის განცხადებით, არსებული სიტუაცია შესაძლოა სულ მცირე შაბათ-კვირასაც გაგრძელდეს "სანამ სარემონტო სამუშაოები ჩატარდება".
ტრანსპორტის მინისტრმა, პატრის ვერგრიეტმა მკაცრად დაგმო "კრიმინალური ქმედებები". მისი თქმით, ეს შემთხვევა ადამიანების შვებულებისა და დასვენების გეგმებს პრობლემებს შეუქმნის.
SNCF-ის ინფორმაციით, ცეცხლი, რომლის მიზანიც მისი ობიექტის დაზიანება იყო, მიზანმიმართულად გააჩინეს.