5 რუსი გენერალი 2 თვეში | კორუფციის საქმეზე შოიგუს კიდევ ერთი მოადგილე დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გენერალი დმიტრი ბულგაკოვი კორუფციის საქმეზე დააკავეს. ამის შესახებ ФСБ-ზე დაყრდნობით რუსული მედია იტყობინება. 69 წლის ბულგაკოვი რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ("ბუტირკა") წინასწარი დაკავების ცენტრში მოათავსეს.

ФСБ-ს, ისევე როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით,ბულგაკოვის წინააღმდეგ გამოძიება "კორუფციასთან" დაკავშირებით მიმდინარეობდა. საქმის დეტალები არ სახელდება.

ФСБ-ს არ დაუკონკრეტებია ბულგაკოვის პროცესუალური სტატუსი ან სხვა დეტალები და აღნიშნა, რომ "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიული ღონისძიებები იმ მიზეზებისა და პირობების დასადგენად, რამაც ხელი შეუწყო უკანონო ქმედებებს".

2024 წლის მაისში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადადგომის შემდეგ, რუსეთში რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედროს დაკავება მოხდა. კერძოდ, დააკავეს ოთხი გენერალი: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ტიმურ ივანოვი, თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსი იური კუზნეცოვი, თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ვადიმ შამარინი და 58-ე არმიის ყოფილი მეთაური ივან პოპოვი. ივანოვს, კუზნეცოვს და შამარინს ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ, პოპოვს - თაღლითობაში.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი