"რუსეთის გამარჯვების თავიდან აცილება საქართველოში კაია კალასის მთავარი ამოცანაა" - შვედი დეპუტატის წერილი | ინტერვიუ გუნარ ჰოკმარკთან

გამოქვეყნდა:

"რუსეთის გამარჯვების თავიდან აცილება საქართველოში – ევროპის ახალი მთავარი დიპლომატის, კაია კალასის მთავარი ამოცანაა"- ამ სათაურით  აქვეყნებს საჯარო მიმართვას შვედი დეპუტატი და ყოფილი ევროპარლამენტარი, გუნარ ჰოკმარკი, რომელიც საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. 

ჰოკმარკს მიაჩნია, რომ თუკი რუსეთს და ივანიშვილს ახლა საქართველოში არ შეაჩერებენ და მას და მის გარემოცვას ინდივიდუალურ სანქციებს არ დაუწესებენ, მაშინ რეგიონში რუსეთი საბოლოოდ გაიდგამს ფესვებს. 

ღია წერილშიც და „ მთავარ არხთან" ექსკლუზიური ინტერვიუშიც გუნარ ჰოკმარკი ესტონელ კაია კალასს მიმართავს, რომ ჯოფეზ ბორელის პორტფელის ჩაბარების შემდეგ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ოფისი არა უბრალოდ ბიუროკრატიული, არამედ ქმედითი ორგანო გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ბელარუსიზაცია გარდაუვალი იქნება.

"როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით ისინი უნდა იყოს ინდივიდუალური, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ეფექტი არ ექნება. ეს უნდა იყოს ბატონი ივანიშვილი და სხვები. ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიას, ძირს უთხრიან ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირში. ეს არის პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის ის, რომ როდესაც საქართველოს მთავრობა კარს უკეტავს ევროკავშირს, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ სიგნალი ქართველ ხალხს, რომ ჩვენ გვინდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. მაგრამ დღევანდელი მთავრობა მიმართავს ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის მისწრაფებების განხორციელებას" ამბობს ევროპელი დეპუტატი

საქართველოს რუსეთისგან დახსნა ჭირდება ახლა არამხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავად ევროკავშირსაც  აცხადებს - ევროპელი პოლიტიკოსი. ჰოკმარკი ამბობს, რომ რაც არ უნდა ეცადოს ახლა ოცნება რომ ევროპას, ან გამოგონილ გლობალურ ომის პარტიას გადააბრალოს ევროკავშირისკენ საქართველოს გზის დაბლოკვა, ევროპაში კარგად იციან, რომ პასუხისმგებლობა ევროპული გზის ჩახერგვაზე ეკისრება ივანიშვილს და მის გუნდს. 

რა თქმა უნდა ივანიშვილი და მისი მთავრობა მოქმედებენ ქართველი ხალხის, მათი მისწრაფებებისა და სურვილების საწინააღმდეგოდ. რადგან ისინი ძალიან ახლოს არიან რუსულ მთავრობასთან. რატომ ხდება ეს, ამაზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ მთავარია რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა იქნებიან პასუხისმგებელნი თუ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დაიხურება. 

უნგრეთი საკუთარი თავის იზოლირებას  სულ უფრო და უფრო ახდენს ევროკავშირში. ორბანი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც პრობლემების შექმნის ოსტატია, მაგრამ როდესაც ამას დიდხანს აკეთებ საბოლოდ თავად ხდები პრობლემა. ვფიქრობ, ახლა ყველა აღიარებს, რომ ორბანი არის პრობლემა. ამიტომ უნგრული მოდელი არ არის ევროკავშირში გაწევრიანების მოდელი." ამბობს შვედი პოლიტიკოსი "მთავარ არხთან" 

რაც შეეხება "გლობალური ომის პარტიას", რომელიც ვიკიპედიაშიც კი ქართული ოცნების მიერ გამოგონილ კონსპირაციულ თეორიად შეფასდა, შვედი დეპუტატო, ამბობს, რომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ომს დღეს რუსეთი აწარმოებს და მის პარტნიორებად ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა პოზიციონირებენ. ამიტომ "ოცნების" ამ პროპაგანდას ქართველი ხალხი არ უნდა წამოეგოს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი