ქართველი ხალხის გადამწყვეტი ბრძოლა კორუმპირებული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ - ასე აფასებენ საქართველოს მეგობრები საპარლამენტო არჩევნებს და ფსონს სწორედ 26-ს ოქტომბერზე დებენ. ყოველდღიური კრიტიკა დასავლეთიდან მხილებების სერიამ ჩაანაცვლა. სტრატეგიული მოკავშირეები დარწმუნებული არიან რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ბელარუსიზაციის სტრატეგიას ამზადებს და ამ გეგმას ქართველი ხალხი უნდა დაუპირისპირდეს. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა. როგორი იქნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს შემდეგი პოლიტიკური სვლა მომდევნო კვირაში გაირკვევა, როდესაც სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა უნდა გაიმართოს