საფრანგეთის სარკინიგზო ოპერატორმა SNCF-მა განაცხადა, რომ სარკინიგზო მიმოსვლა შაბათ-კვირასაც შეფერხებული იქნება. რაც ასობით ათასი მგზავრს პრობლემების წინაშე დააყენებს. ამის შესახებ BBC წერს.
უცნობმა თავდამსხმელებმა სარკინიგზო მოძრაობის პარალიზება პარასკევს დილით, პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს მოახდინეს. SNCF იტყობინება, რომ მის ობიექტებზე ვანდალური ქმედებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა. ხანძარი და სარკინიგზო ლიანდაგების დაზიანება დაფიქსირდა პარიზის დასავლეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გაუქმდა საერთაშორისო Eurostar-ის მატარებლის სერვისების მეოთხედი, მათ შორის რეისი, რომლითაც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი უნდა გამგზავრებულიყო.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ თავდასხმები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე კარგად იყო მომზადებული და კოორდინირებული და ინციდენტს "დივერსიის აქტი" უწოდა.