
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და მომავალი არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, პარასკევს, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეხვდა.
შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანისთვის, აბრაამის შეთანხმებისთვის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის, ირანთან ბირთვული შეთანხმების შეჩერებისთვისა და აშშ-ში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანტისემიტიზმთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დროს ტრამპმა, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატი, კამალა ჰარისი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ომის დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ მას "ებრაელები არ მოსწონს".