"ოცნება" იყენებს კიდევ ერთ ტაქტიკას რუსეთის ავტორიტარული სტრატეგიიდან | ჰელსინკის კომისია კომუნიკაციების კომისიის მხრიდან "მთავარი არხის" გაფრთხილებაზე

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც comcom-ი  მთავარი არხისგან რუსული კანონის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს აშშ-ის ჰელსინკის კომისია  ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია რუსულ სტრატეგიას იყენებს,

"ქართული ოცნება" იყენებს კიდევ ერთ ტაქტიკას რუსეთის ავტორიტარული სტრატეგიიდან, რათა ცენზურას დაუქვემდებაროს ოპოზიცია და ქართველ ხალხს წაართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან," - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვიდეოკოლაჟი, რომლითაც "მთავარი არხი" მაყურებელს რუსული კანონის მიმღები დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაციას, თითქმის ორი თვეა გადის ყველა საინფორმაციო გამოშვების ბოლო ნაწილში.

მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ "აგენტების კანონის" მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში გასული რგოლები პოლიტიკური რეკლამა იყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი