"დემოკრატიის ფესტივალი" წალენჯიხაში | სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ერთ სივრცეში არიან შეკრებილი

გამოქვეყნდა:

 

წალენჯიხაში "დემოკრატიის ფესტივალი" მიმდინარეობს. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ერთ სივრცეში არიან შეკრებილი. ოპოზიციონერები მოსახლეობას ხვდებიან და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ელექტრონული არჩევნების უსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მექანიზმით გამორიცხულია იმის კონტროლი თუ ვინ ვის აძლევს ხმას.

"ეს მექანიზმი ძალიან ამარტივებს ხმის მიცემას. უსაფრთხოა იმ თვალსაზრისით, რომ გამორიცხულია იმის კონტროლი თუ ვინ ვის აძლევს ხმას. ეს არ არის კომპიუტერი, ეს არის სკანერის, პრინტერის და კალკულატორის ერთობა, ცოტა საკასო აპარატისაც, იმიტომ რომ ჩეკს ამოარტყამს. ბიულეტენში არ ჩანს რომ თქვენი ბიულეტენია, ანონიმურია ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე,"- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

წალენჯიხაში დღეს ღონისძიება ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტით დასრულდება. არჩევნებამდე "დემოკრატიის ფესტივალი" კიდევ 3 დიდ ქალაქში: თელავში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი