შემოწმებულია: რა ყალბი ამბები გავრცელდა ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე ინტერნეტში

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეგნებულად დამახინჯებული ციტატა, ეცვა თუ არა  ჯავშანჟილეტი ტრამპს და ვინ იყო მასზე თავდამსხმელი - ყალბი ამბები დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ. 

მას შემდეგ რაც საარჩევნო შეხვედრაზე, ამერიკის 45-ე პრეზიდენტისა და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს, ცრუ ინფორმაციის კასკადის გავრცელება - სოციალური ქსელით აქტიურად დაიწყო, მათ შორის საქართველოში. დეზინფორმაციას ავრცელებდნენ Facebook-ის სხვადასხვა ქართული და რუსულენოვანი მომხმარებლები, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი რამდენიმე გვერდი. 

მტკიცება იმაზე, რომ თითქოს ტრამპს ორი ან სამი სხვადასხვა იარაღიდან ესროლეს, ტყუილია რადგან FBI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატებზე თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი იყო და მკვლელობის მცდელობის დროს ის მარტო მოქმედებდა.

შემოწმებულია - "მთავარი არხისა" და "მითების დეტექტორის" ერთობლივ პროექტში მოგიყვებათ  რა დეზინფორმაცია გავრცელდა ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე ინტერნეტში. 

ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი