გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, მოსკოვი სარკისებურად იმოქმედებს | პუტინი

გამოქვეყნდა:

ვლადიმირ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა  28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გააკეთა.

პუტინის თქმით, თუ ამერიკული Tomahawk რაკეტები განთავსდება გერმანიაში, მათი განადგურების ზონაში მოექცევა რუსეთის მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო  ობიექტები,  ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრები და თავდაცვის ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში რუსეთი უარს იტყვის ევროპაში საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგების ცალმხრივ მორატორიუმზე.

"აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში, ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებასთან დაკავშირებითაც," - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულა საშუალო და მოკლე დიაპაზონის რიგი სისტემების შემუშავება და მოსკოვი მათი განთავსებისას სარკისებურად იმოქმედებს შეერთებული შტატების და მისი თანამგზავრების ქმედებების გათვალისწინებით ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი