"გამჭვირვალობის მცველი" | "ოცნების" დეპუტატ ზაზა ლომინაძის კლინიკები და სავარაუდო კანონდარღვევები

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის მიღებას ქართული ოცნება ყალბი პროპაგანდით ამართლებდა და მანიპულაციურად ამტკიცებდა, თითქოს ამ კანონით გათვალისწინებული რეპრესიები გამჭვირვალობის გაზრდას ემსახურებოდა. მაგრამ, თავად რამდენად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით წარმართავენ ოცნების დეპუტატები საკუთარ ბიზნეს საქმიანობას?

კანონი ცალსახად და იმპერატიულად მოითხოვს, რომ დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელია სამეწარმეო საქმიანობა. იმ 84 დეპუტატს შორის, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს და ქვეყნის განვითარება შეაჩერეს, ერთ-ერთია ზაზა ლომინაძე, რომელსაც ქუთაისში ორი კლინიკა ეკუთვნის. ვიდრე ის და მისი თანაპარტიელები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების საქმიანობაში კანონდარღვევას ეძებდნენ და გაუმჭვირვალობას აბრალებენ, ლომინაძე სავარაუდოდ თავად არღვევდა კანონს, და აი რატომ - დეპუტატად არჩევის შემდეგ მან კლინიკების წილები ფორმალურად მეუღლეს კი გადაუფორმა, თუმცა  "პოსტ ფაქტუმმა" გაანალიზა ათეულობით მტკიცებულება, რომ ის რეგულარულად ესწრება თანამშრომლებთან შეხვედრებს და სავარაუდოდ მონაწილეობს სამეურნეო გადაწყვეტილებების მიღებაში. ასეთი დარღვევა კი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,  დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობა უნდა გახდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი