ბოლო დღეებია ოკუპანტი რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში რამდენჯერმე გაიჟღერა იდეამ, რომ არჩევნებზე ქართულ ოცნებას უნდა დაეხმარონ. ცხადია ამან ლოგიკურად გააჩინა კითხვები, როგორ და რატომ ? პრორუსი ოლიგარქის რეჟიმი კი ამ პროვოკაციულ განცხადებაზე, რომ საქართველოს შიდა საქმეებში აპირებს რუსი ჩარევას, დუმს.
ივანიშვილის რეჟიმი სრული მონდომებით აკეთებს იმას, რაც მოსკოვს სურს - ცდილობს საქართველო მეგობრებს ჩამოაშოროს და სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს, შესაბამისად რუსეთის პირისპირ მარტო და დაუცველი დატოვოს.