გახდება თუ არა აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, პირველი ქალი პრეზიდენტი? | კამალა ჰარისის ისტორია

გამოქვეყნდა:

კამალა ჰარისმა ერთხელ უკვე დაწერა ისტორია და პირველი ქალი ვიცე -პრეზიდენტი გახდა შტატების ისტორიაში. ახლა კი სრულიად რეალური შანსი აქვს, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი  და ყველა იმ ღირებულების მთავარი დამცველი გახდეს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები განასახიერებს.

ბაიდენის გამოთიშვის მომენტში კამალა ჰარისის პერსონალური რეიტინგი ბაიდენსაც ჩამორჩებოდა და ტრამპსაც, მიზეზი გასაგებია, მასზე არ იყო ფოკუსი.  უკვე ერთი კვირის შემდეგ კი კამალამ უკვე გადაუსწრო ტრამპს. 

ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი მას ჯერ არ აქვს, თუმცა ობამების მიერ გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ, ეჭვი აღარავის ეპარება რომ ჩიკაგოს ყრილობაზე სწორედ მას დაასახელებენ დემოკრატების კანდიდატად. 

ახლა ორი მთავარი  კითხვა რჩება - ვინ გახდება ჰარისის თანამეწყვილე ამ კამპანიაში, ანუ ვიცე -პრეზიდენტობის კანდიდატი და შეძლებს თუ არა ის ტრამპის დამარცხებას? 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი