უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ ღამით გაშვებული ათი თავდასხმის დრონიდან 9 და კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს.
უწყება ამბობს, რომ ჩამოგდებულია Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა. საჰაერო სამიზნეები განადგურდა დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში.