"შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, გორის პოლიციამ რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მოსახლეობის შევიწროება შეწყვიტა

გამოქვეყნდა:

"შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, გორის პოლიციამ რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მოსახლეობის შევიწროება შეწყვიტა. 

როგორც "მთავარს" ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა, ალექსანდრე ვალიაურმა აცნობა, პოლიცია რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, რეიდებს აღარ ატარებს და მოსახლეობაც თავისუფლად ახერხებს გადაადგილებას. 

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ თუ აქამდე, ღამის განმავლობაში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში პოლიციის ათამდე ეკიპაჟი პატრულირებდა, ახლა ერთიც აღარ მოძრაობს.

"არავის მოუთხოვია ამ დასახლების სრულიად უყურადღებოდ მიტოვება, რისი ნიშანიც აქციიდან პირველივე ღამეს გაჩნდა. აქციის არცერთი მონაწილის ინტერესი არ არის კრიმინალის ზრდა და უკონტროლო სიტუაცია. საზოგადოებას კარგად ესმის სამართალდამცავი სისტემის მნიშვნელობა, ოღონდ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით... პოლიცია ვალდებულია დაიცვას წესრიგი და მოქალაქეების უსაფრთხოება. წარმოუდგენელი და გაუგებარია მოქალაქეებთან ასე თამაში, არასწორია მოქალაქეებისთვის ასეთი არჩევანის შეჩეჩება - ან სრულიად უყურადღებობა, ან ძალადობრივი ქმედებები... მოვუწოდებ პოლიციის ყველა თანამშრომელს, სწორად გაანალიზონ და სამართლის პრინციპების დაცვით შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, ნუ გახდებიან დანაშაულებრივი და მოღალატე ხელისუფლების დავალებების შემსრულებლები", - აცხადებს ალექსანდრე ვალიაური. 

ცნობისთვის, გასული ერთი თვის განმავლობაში, პოლიციას გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში არაოფიციალური კომენდანტის საათი ჰქონდა გამოცხადებული. სამართალდამცველები ხალხს 9 საათის შემდეგ, ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავდნენ და სახლებში შესვლას აიძულებდნენ. იხილეთ სიუჟეტი:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი