
მალიში, ტუარეგების ტომის მეამბოხეებთან ბრძოლაში, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა. ეს ინფორმაცია დაჯგუფებამ ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუზუსტებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ ბრძოლა აფრიკის სახელმწიფო მალის ჩრდილოეთით, ალჟირის საზღვარზე მოხდა.
რუსული ტელეგრამ-არხები დანაკარგების შესახებ სხვადასხვა რიცხვებს ასახელებენ. მათი ცნობებით, დაღუპული უნდა იყო 20-დან 50-მდე „ბოევიკი“. BBC-ის რუსული სამსახურის წყარო, რომელიც ადრე „ვაგნერში" მსახურობდა, ამტკიცებს, რომ მალიში, სულ მცირე, 82 დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა.