როგორ ასრულებს საქართველო EU-ს 9 დათქმას | EU-ს წევრი ქვეყნების ელჩები და დიპლომატები, ანგარიშის მოსასმენად, საგარეოში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

საგანგებო აუდიენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და დიპლომატები უწყებაში თითქმის 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროში პარტნიორებს 9 ნაბიჯის შესრულების შესახებ ანგარიში გააცნეს, თუმცა ოფიციალურად შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესის ფონზე, რა ჰქონდა სათქმელი ილია დარჩიაშვილს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, უცნობია.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა ევროკომისიის მიერ დასახულ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით არსებულ პროგრესზე. ევროკავშირი შეშფოთებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ნიშნავს საქართველოს უკან დახევას ევროპული ინტეგრაციის გზაზე და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს ეს კურსი, რომელსაც ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ მიჰყავს. ჩვენ ასევე გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ დაველოდებით და დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის არჩევნები, რათა შემდეგ გავაკეთოთ შეფასება", - განაცხადა ევროკავშრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი