
ვიქტორ ორბანმა ევროკომისიაში, უნგრეთის წარმომადგენელი ევროკომისრის ნომინაციაზე ისევ ოლივერ ვარჰეი წარადგინა. უნგრეთის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ მიიღო.
ორბანის აზრით, გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის პოსტზე, ვარჰეიმ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ევროკავშირს სამეზობლოში პოზიტიური წვლილის შეტანა შეუძლია.
ცნობილია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.