
"სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს", - ასე პასუხობს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი დეპუტატ თეონა აქუბარდიას ოფიციალურ წერილს შეკვეთილში, "რუსული კლუბის" მიერ გამართულ სემინართან დაკავშირებით.
აქუბარდიამ წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: "შეკვეთილში რომ „რუსული კლუბი“ პედაგოგებს და ბავშვებს წვრთნიდა, განათლების სამინისტრომ პირველად მესმის მე რაშუაში ვარო:)
ველი სუსის პასუხსაც:)"
...სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, არცერთ ორგანიზაციას/ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლების ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის არ მოუმართავს. ამდენად, თქვენს კითხვებთან დაკავშირებით უფლებამოსილი ხართ, მიმართოთ შესაბამის უწყებებს, - წერია მინისტრის სახელით თეონა აქუბარდიასთვის გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომ "რუსული კლუბი" ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისადმი შეკვეთილში სემინარს ატარებდა, 13 ივლისს გასაჯაროვდა.