ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნებში, 2013 წლიდან ხელისუფლებაში მყოფმა მოქმედმა პრეზიდენტმა, 
ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა. თუმცა, ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია. მათი აზრით, ოპოზიციის კანდიდატმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებული სწორედ ისაა. 

შეგახსენებთ, მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მან უკვე მესამე ვადით იყარა კენჭი. ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა, მათ შორის აშშ-მა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი