განადგურებული უნიკალური მოზაიკა და ფრესკები გელათში | სამონასტრო კომპლექსი მორიგი საფრთხის წინაშე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გელათის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთ საკურთხეველში, დიდი ალბათობით წყალი ისევ ჩადის და მე-12 საუკუნის უნიკალური ღვთისმშობლის მოზაიკა ნადგურდება. ტაძრის ამ ნაწილში დროებითი გადახურვა 2 ივლისს მოხსნეს, რის შემდეგაც 25 დღე ფასდაუდებელ მემკვიდრეობას წვიმისგან აღარაფერი იცავდა. სპეციალისტების მტკიცებით, გელათის კომიტეტის ეს გადაწყვეტილება დანაშაულია, რამაც ისტორიულ მონასტერს გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება მოუტანოს. ძლიერი წვიმების შემდეგ კი მხოლოდ 2 დღის წინ დაიწყეს ახალი დროებითი კონსტრუქციის შენება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი