
რუსული კანონის მძიმე შედეგი და დასავლური დახმარების გარეშე დარჩენილი საზოგადოება. სულ უფრო იზრდება იმ პროექტების რაოდენობა, რომელსაც სწორედ რეპრესიული კანონის მიზეზით, საერთაშორისო დონორები საქართველოში აჩერებენ. დახმარების გარეშე რჩება არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორიც. ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებდნენ, ახლა გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ხედავენ. გაგრძელდება თუ არა საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, ეს არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული.
ავტორი: დავით კობიძე