ვენესუელაში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ | დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

გამოქვეყნდა:

ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ კვირას არჩევნების სადავო შედეგებს.

ორშაბათს საღამოს ათასობით ადამიანი ჩავიდა დედაქალა კარაკასის ცენტრში. ვენესუელის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ გაიმარჯვა.

ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს მადუროს გამარჯვებას და ამბობს, რომ მისმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ხმების 73,2% მოიპოვა. არჩევნების წინ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა კონკურენტის აშკარა გამარჯვება.

ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ გონსალესის კანდიდატურის გარშემო, რათა შეეცვალათ პრეზიდენტი მადურო, რომელიც 11 წელია ხელისუფლებაშია. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო დიდია უკმაყოფილება. 

დასავლეთისა და ლათინური ამერიკის არაერთმა ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანოებმა, მათ შორის გაერო, მოუწოდეს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ ხმის მიცემის ჩანაწერები ცალკეულ საარჩევნო უბნებზე. არგენტინამ არ აღიარა მადუროს გამარჯვება. 

პოლიცია, ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლი მოძრაობდა კარაკასის ქუჩებში, რათა დაეშალა დემონსტრანტები და თავიდან ეცილებინათ ხალხის მიახლოება პრეზიდენტის სასახლესთან.  შეკრებილები სკანდირებდნენ - "თავისუფლება, თავისუფლება!" და ხელისუფლების გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

ზოგიერთ რაიონში პრეზიდენტ მადუროს პლაკატები ჩამოხეს და დაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს ნაგავს, საბურავებს, მანქანებს. დაპირისპირება იყო შეიარაღებულ პოლიციელებს, სამხედროებს, მემარცხენეებს (რომლებიც ხელისუფლებისადმი სიმპათიით არიან განწყობილნი) და მომიტინგეებს შორის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი