გუშინდელი სურათები ვიზუალური გამოხატულებაა, თუ სად ვართ ჩვენ და სად არის კობახიძის ბუნებრივი ადგილი | ლომჯარია კობახიძეს პასუხობს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უპასუხა ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა - "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ. კობახიძემ თქვა, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით "თემის აწევა" ლომჯარიას "დაავალეს". 

ლომჯარიას თქმით, კობახიძის გათვლები არასწორია, რაგდან მისგან საშიში, ან საფრთხის შემცველი ფიგურის გამოყვანა წარუმატებელი იქნება.

"არასდროს ის არ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე და ყოველთვის სხვისი ბრალია რაც ხდება, სხვისი ბრალია, რომ გავრილოვი ჩაჯდა მის სკამში, სხვისი ბრალია, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს ჩვენი მეგობრები უკვე აღარ უჭერენ მხარს, იმიტომ რომ ქართული დიპლომატია ვერ მუშაობს, სხვისი ბრალია, რომ საქართველოს ჯარს შეუჩერეს ჩვენმა პარტნიორებმა დახმარება, სხვისი ბრალია, რომ ის წავიდა ირანში და ტერორისტის გვერდით იჯდა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი ალბათ სურათები და ვიდეო ძალიან კარგად ასახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ეს არის ვიზუალური გამოხატულება, თუ სად ვართ ჩვენ და სად არის ბუნებრივი ადგილი ირაკლი კობახიძის და მისი მთავრობის. 

წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვარ სამიზნე, საინტერესოა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არასწორია მისი გათვლები იმიტომ, რომ ჩემგან საშიში, ან საფრთხის შემცველი ფიგურის გამოყვანა, მე ვფიქრობ, რომ წარუმატებელია," - განაცხადა ლომჯარიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი