უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ კურსკში რუსების სამხედრო საწყობს დაარტყეს

გამოქვეყნდა:

ოთხშაბათს, ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მდებარე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესანახ საწყობს დაარტყეს, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე.

"დაფიქსირდა მტრის საზენიტო იარაღის მუშაობა და აფეთქებები სამიზნე წერტილებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო სამუშაოებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები და აქტივები აწარმოებდნენ "თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით". 

უწყება ამბობს, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია ზუსტდება. 

უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარე კურსკის მახლობლად სამხედრო საწყობზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი