"ოცნების" ანტიდასავლური კურსის მორიგი დადასტურება | კობახიძის ირანული ვიზიტის დეტალები

გამოქვეყნდა:

დასასვლელ პარტნიორებთან უკიდურესი კონფრონტაციის ფონზე, "ქართული ოცნება" სულ უფრო უახლოვდება კრემლის მოკავშირეებს. ირაკლი კობახიძის მორიგი ვიზიტი ირანში ღია და პირდაპირი გზავნილია ყველასთვის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების არჩევანი არ არის დემოკრატიული სამყაროს წევრობა და რომ ივანიშვილის გუნდი უკვე დასავლელი პარტნიორების მოწინააღმდეგეთა ბანაკშია. 
მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის მთავრობის მეთაური სპეკულაციებს უწოდებს მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს, ის ვერსად გაექცევა იმ ფაქტს, რომ ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს არა თავისუფალი სამყაროს ლიდერებთან, არამედ ტერორისტული დაჯგუფებების მეთაურებთან ერთად იდგა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი