მოსახლეობა ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ | ანტისამთავრობო დემონსტრაციების მე-4 დღე ვენესუელაში

გამოქვეყნდა:

უკვე მეოთხე დღეა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება ვენესუელაში. არჩევნების დასრულების შემდეგ სოციალისტმა დიქტატორმა ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო ვადა კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივა. ხალხი და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და დიქტატორის გადადგომას მოითხოვს. ათობით ათას დემონსტრანტს მადუროს რეჟიმმა სპეცრაზმელები დაუპირისისპირა, რასაც შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა. მადურო პრეზიდენტის პოსტს 11 წელია იკავებს. ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო კი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა მოქცეული. სწორედ მადუროსა და მისი წინამორბედის უგო ჩავესის რეჟიმებმა დაუჭირეს მხარი რუსეთს  2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი