რუსული სამხედრო გემები ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდოდ უკვე რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. ოჩამჩირის პორტში ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ რუსული სამხედრო ფლოტის დისლოკაციისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ფაქტრობრივად დასკვნით ეტაპზეა. საგანგებოდ რუსული სამხედრო ხომალდებისთვის მოხდა ოკუპირებული ოჩამჩირის ფორტის ტერიტორიის გაფართოებაც.