ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე სრულ საბაჟო კონტროლს აწესებს

გამოქვეყნდა:

ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე საბაჟო კონტროლს ამკაცრებს და  8 აგვისტოდან ყველა პირს და ტვირთს შეამოწმებს. აქამდე საბაჟო კონტროლი ხორციელდებოდა შერჩევითად. ამის შესახებ ესტონური მედია წერს.

ტალინმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რესპუბლიკის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირება არ მოხდეს, - ამის შესახებ  ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ საზღვარზედ სანქციების უგულებელყოფის და აკრძალული საქონლის ტრანსპორტირების მცდელობები გრძელდება

8 აგვისტოდან სრული საბაჟო კონტროლი ეტაპობრივად დაიწყება ნარვას, კოიდულასა და ლუჰამაას საგზაო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ესტონეთიდან გამომავალ რკინიგზაზე - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა მთავრობის პრესკონფერენციაზე. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სრული საბაჟო კონტროლის შემოღება სანქციების თავიდან აცილებას გაართულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი