როგორ შედის საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში ორმაგი დანიშნულების ტვირთები - "აი, ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიება და რამდენიმე ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიას კონკრეტული პირები იყენებენ საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და, აკრძალვების მიუხედავად, რუსეთის ფედერაციაში გადააქვთ საქონელი, რომლის ექსპორტი ოკუპანტ სახელმწიფოში აკრძალულია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან. კერძოდ, საუბარია დრონებზე, რომლებსაც აქტიურად მოიხმარენ რუსი ქვეითთა ქვედანაყოფები, ასევე ჩიპები, ნახევარგამტარები და ა.შ.
გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული ექპერიმენტები ამხელს იმ კომპანიებსაც, რომლებიც ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში ექსპორტს ეწევიან და საუბარია საბაჟოს თანამშრომლების სავარაუდო კორუფციაზეც.
ფოტო: "აი, ფაქტი"