თურქეთში აშშ-ს, რუსეთს, გერმანიასა და დასავლეთის კიდევ სამ ქვეყანას შორის პატიმრების გაცვლა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თურქეთის დედაქალაქში აშშ-ს, რუსეთს გერმანიასა და დასავლეთის კიდევ სამ ქვეყანას, პოლონეთის, სლოვენიასა და ნორვეგიას შორის პატიმრების გაცვლა მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ დროისთვის გათავისუფლებულია 26 ადამიანი. ამ დროისთვის გათავისუფლებულების ვინაობა არ გასაჯაროვებულა.

ცნობილია, რომ პატიმრების გაცვლის პროცესს კოორდინაციას თურქეთის დაზვერვის სამსახური უწევს

მანამდე, არაოფიციალურად გავრცელდა სიაც, სადაც პატიმრების ვინაობა იყო ჩამოთვლილი - დასავლეთში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს შორის ძირითადად კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდადებული ადამიანები არიან, ხოლო რუსეთმა რამდენიმე ცნობილი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უნდა გაათავისუფლოს, მათ შორის ვლადიმირ კარა-მურზა, ილია იაშინი, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და სხვები.

რუსეთიდან:

  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა;
  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი;
  • The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი
  • უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალის" თანადამფუძნებელი ოლეგ ორლოვი;
  • მხატვარი საშა სკოლიჩენკო;
  • ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი ქსენია ფადეევა;
  • უფაში ნავალნის შტაბის ხელმძღვანელი ლილია ჩანიშევა;
  • ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი;
  • რუსეთის და გერმანიის ორმაგი მოქალაქე კევინ ლიკი;
  • RusNews-ის ჟურნალისტი მარია პონამარენკო.

ბელარუსიდან:

  • გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი;

გერმანია  -  საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი;

აშშ -  რუსეთის მოქალაქეები: ალექსანდრ ვინნიკი,  რომან სელეზნიოვი და რომან კლიუშინი, რომლებიც სასჯელს იხდიან კიბერდანაშაულისთვის;

ასევე მაქსიმ მარჩენკო და ვადიმ კონოშენკო, რომლებიც სანქციების გვერდით ავლით რუსეთთან ვაჭრობდნენ (კონოშენკო ეფესბეს პოლკოვნიკია).

სლოვენია - ცოლ-ქმარი არტიომ და ანა დულცევები, რომლებიც არგენტინის მოქალაქეების საფარქვეშ რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი