საქართველო კვლავ რჩება კრემლისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ტერიტორიად, რომლის გავლითაც რუსეთის ფედერაციაში გადააქვთ საქონელი, რომლის ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აკრძალულია.
"აი, ფაქტმა" 7-თვიანი ჟურნალისტური გამოძიების დროს გაშიფრა სქემა და ამხილა ის კომპანიები, რომლებიც დრონებთან, ჩიპებთან და ნახევარ-გამტარებთან ერთად ოკუპანტ სახელმწიფოს ორმაგი დანიშნულების პროდუქტს აწვდიან, ასევე გამოძიებით დგინდება, რომ ქვეყნის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები ჩართული არიან სავარუდო კორუფციულ გარიგებებში.
⁃ ახლა ჩვენ გვინდა, რომ ასამდე კომპიუტერის პროცესორები წავიღოთ სამარაში. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?
⁃ ეს ასი ცალი ერთად გინდათ?
⁃ 90 ცალი არის ახლა.
⁃ გასაგებია, დიახ, შეგვიძლია ამის ორგანიზება.
⁃ პრობლემა ეს სულელური სანქციებია, რის გამოც ბევრმა ქართულმა კომპანიამ გვითხრა უარი და გვჭირდება გარანტიები, რომ ნამდვილად შეგიძლიათ ამის გაკეთება.
⁃ რაც შეეხება სანქციებს, ამ საქონელზე, რა თქმა უნდა, სანქციები ვრცელდება, მაგრამ ეს აქედან გავა არაოფიციალურად და რუსეთშიც ასევე არაოფიციალურად იქნება, - დიალოგი "აი, ფაქტის" ჟურნალისტური ექსპერიმენტიდან.