გენერალური პროკურატურის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული სატელიტის კადრები დამონტაჟებული და ყალბია. ამ თემაზე პროკურორმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
პროკურორის განცხადებით, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 19-22 ივლისის მდგომარეობით ასახავს. მისი თქმით, აღნიშნული ფოტოებით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რის გამოც მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოაგდინა ორი ფოტოსურათი და უარი თქვა კონკრეტული კომპანიის და წყაროს დასახელებაზე, რის გამოც ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნა კვლევა.
ექსპერტიზის მიხედვით დადგინა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. კერძოდ, ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემები - 2020 წლის 19 ივლისი, ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, - თქვა პროკურორმა.
ამავე თემაზე: ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია იყო - პროკურატურა.