აშშ-საქართველოს დაპაუზებული ურთიერთობა | ელჩის განმარტება და გზავნილები შეერთებული შტატებიდან

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპრტამენტის უპრეცედენტოდ ხისტი გადაწყვეტილება და ამერიკის ელჩის პირველი განმარტება. რობინ დანიგანი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში მთავარი პრობლემა ოლიგარქის ხელისუფლებაა, თუმცა, აქვე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები იყო და არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი და ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტი. ოფიციალური ვაშინგტონი "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას უპასუხოდ რომ არ დატოვებს, ეს მრავალჯერ ითქვა და მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯებით უპირისპირდება ივანიშვილის გუნდის რუსულ პოლიტიკას. ოფიციალური ვაშინგტონი ახალი გადაწყვეტილებისთვის ემზადება და ის დიდი ალბათობით "ქართული ოცნებისთვის" უმძიმესი იქნება.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი