ივანიშვილის პოლიტიკური ფერისცვალება | 2012 წელს, ოლიგარქი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მხარდაჭერას სთხოვდა

გამოქვეყნდა:

რა გზავნილებით ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს და როგორია მისი პოლიტიკური სტრატეგია დღეს, როდესად ოლიგარქი რუსული სქემით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ვიკილიქსის ბაზა ინახავს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წერილს, რომლის ადრესატი ობამას ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანია. ივანიშვილი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობდა და ჰილარი კლინტონისგან მხარდაჭერას ითხოვდა. დღეს კი "ქართული ოცნების" ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებს ქვეყნის მტრად აცხადებს და კანონის ძალით აპირებს გაანადგუროს ქართული სამოქალაქო სექტორი. სწორედ დღეს შევიდა ძალაში რუსული რეპრესიული კანონის ყველა ნორმა, რომელითაც "ქართული ოცნება" სამოქალაქო და კრიტიკული მედია ორგანიზაციების განეიტრალებას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი