
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე მწვანე ტბაზე მიმდინარე სამუშაოების შესწავლას ითხოვს და პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალას მოიპოვებენ, აბულაძე ამბობს, რომ გადათხრილია ტბის მიმდებარე ტერიტორია. "მთავარის" ინფორმაციით, ამოღებულ ინერტულ მასალას კურორტ ბეშუმთან მისასვლელი შემოვლითი გზისთვის იყენებენ.
"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი განადგურება. დღეს იქ მოიპოვებენ ინერტულ მასალას და გადათხრილია მიმდებარე ტერიტორია. იცით, რომ მწვანე ტბა ივსება მიწისქვეშა ჩამდინარე წყლებით და შესაძლოა ამ სამუშაოებმა მთლიანად ტბის განადგურება და დაშრობა გამოიწვიოს, ასევე ეროზიები. ამიტომ მოვუწოდებთ პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და შესწავლა, რის საფუძველზე ხდება იქ ინერტული მასალის მოპოვება, ასევე მოვუწოდებ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, შეისწავლო რა ზიანი მიადგა მწვანე ტბას და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი აღდგენა", - თქვა გია აბულაძემ.