"არ ყოფილა ეგეთი ფაქტი" | ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ მერის მოადგილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა

გამოქვეყნდა:

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ხაშურის მერიაში - ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, სერგო ლალიაშვილი, მერის მოადგილეს, ზვიად გოგუაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა, ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა. ის "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ ინციდენტი გუშინ, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა. მიზეზი, მისი თქმით, "ბიბლიოთეკის თემა" გახდა. 

"ლალიაშვილმა შეაგინა, გაიწია, ხელი დაარტყა გოგუაძეს და მოხდა შეხლა-შემოხლა",- ყვება ის.

ზვიად გოგუაძე ჩვენ ზარებს არ პასუხობს. მან ინტერვიუ მისცა ადგილობრივ მედია "მოზაიკას" და თქვა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რომელიც ამოწურულია. ლალიაშვილმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ არაფერი მომხდარა.

"არასწორი ინფორმაცია გაქვთ და არ ყოფილა ეგეთი ფაქტი. არ ყოფილა ეგეთი ფაქტი", - თქვა ლალიაშვილმა.

ხაშურის მერიის თანამშრომლებმა დღეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი